„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, რექტორის N 75/01-01 (02.06.2021) ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, 2026 წლის 28 მაისის თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის N11731/10 (28/05/2026) წერილის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N11744/10 (29.05.2026) წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს პროფესიული მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები:
ა) „ციფრული კომპეტენციის უნარების განვითარება“ (დანართი N1);
ბ) „პერსონალური და სოციალური კომპეტენციის უნარების განვითარება“ (დანართი N2);
გ) „სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება“ (დანართი N3);
დ) „მულტილინგვურობის კომპეტენციების განვითარება“ (დანართი N4).
2.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია